კახეთის მე-10 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ტარდება
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მე-10 მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს „ქართული ოცნება- დემოკატიული საქართველოს“ კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი უპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, მათი კანდიდატის გვარი საარჩევნო ბიულეტნში მაინც წერია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილმა 47,26% მიიღო, ხოლო გიორგი ბოტკოველმა – 40,43%.

ცნობისთვის, მე-10 მაჟორიტარულ ოლქში შედის 4 მუნიციპალიტეტი: თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი.

| Print |
FaceBook Twitter Google