12 საათისთვის კახეთში 15844-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა  სულ 177 462-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 8.29%. 

მე-10 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს, სულ 153 576 ამომჩეველია. აღნიშნულ ოლქში ერთმანეთს  „ქართული ოცნება- დემოკატიული საქართველოს“ კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი უპირისპირდებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google