მე-10 ოლქში ამ დროისთვის ირაკლი ქადაგიშვილი ლიდერობს
კახეთში, მე-10 მაჟორიტარული ოლქის 154 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 123 უბნის მონაცემები.

წინასწარი ინფორმაციით, ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო 35 082 ხმა (89,67%), ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა - 4 042 ხმა (10.33%).

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, მათი კანდიდატის გვარი ბიულეტენზე მაინც ეწერა.

აქვე შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში, პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა დაბალი იყო. მე-10 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს, კანდიდატისთვის ხმის მისაცემად, 51 785 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 33,72%-ია. 

| Print |
FaceBook Twitter Google