მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობდა დატოვა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.


„13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.

მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.


გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა.

იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას.“ - წერს მეზვრიშვილი.

ნათია მეზვრიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2019 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზი.
| Print |
FaceBook Twitter Google