სოფელ მატანში კორონავირუსით 65 წლის კაცი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 65 წლის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდან იყო. ის  თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

თანმხლები დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

კახეთის რეგიონში, ბოლო რამდენიმე კვირაში ვირუსით გარდაცვალების ეს მე- 20 შემთხვევაა.
| Print |
FaceBook Twitter Google