წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სიხაშვილის ქუჩაზე ზედელაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სრულად განადგურდა შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილზე სამი სახანძრო - სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია,მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
| Print |
FaceBook Twitter Google