"კოვაიდერი" - პლატფორმა ფეისბუქზე, სადაც კითხვებზე გიპასუხებენ
სოციალურ ქსელ ფეისბუკზე COVID-19-ის მართვის ვირტუალური ასისტენტი შეიქმნა. მომხმარებლების კითხვებს ავტომატურ რეჟიმში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.
პლატფორმის მიზანია, როგორც მომხმარებლების ინფორმირება COVID-19-ის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ასევე იმ პაციენტების დახმარება, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

იმისათვის, რომ აღნიშნული პლატფორმა გამოიყენოთ, “ფეისბუკზე” უნდა მოძებნოთ გვერდი Covider – კოვაიდერი და დიალოგის დასაწყებად შეტყობინების სახით გაუგზავნოთ ნებისმიერი ტექსტი. ამის შემდეგ, აპლიკაცია გკითხავთ ინფორმაციის გაგება გსურთ თუ კოვიდი დაგიდასტურდათ.

თუ ინფორმაციის მიღებას დააკლიკავთ, პლატფორმა შემოგთავაზებთ ცნობებს, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ კოვიდის სიმპტომები გამოგივლინდათ, როგორ უნდა დაიცვათ თავი ვირუსისგან, შემოგთავაზებთ ექიმთან კონსულტაციის გავლას, შეგახსენებთ ტემპერატურის გაზომვას ან ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლეების გამოწერას ან პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

იმ შემთხვევაში კი, თუ მიუთითებთ, რომ კოვიდი დაგიდასტურდათ, პლატფორმა სიმპტომებს გამოგკითხავთ და შესაბამის რეკომენდაციებსაც მოგცემთ.


| Print |
FaceBook Twitter Google