ჩვენ შევდივართ პიკში და რამდენ ხანს გასტანს, არ ვიცით- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინდფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ იმატებს, რადგან პიკში შევდივართ.
მისი თქმით, ვაშინგტონის უნივერისტეტის გათვლებით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება როგორც სიკვდილიანობის, ასევე ინფიცირების ზრდის მიხედვით.
„ინფიცირებულთა რაოდენობის კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატებაა და ეს მატება კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ პიკში. პიკი რამდენ ხანს გასტანს, არ ვიცით, ვაშინგტონის უნივერსიტეტის გათვლით, საქართველომ აუცილებელია გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება. ასევე დავამატოთ და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google