კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1,4 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსოფლიოში COVID19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 1,4 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო სტატისტიკით, მსოფლიოში COVID19-ით 1 407 542 პაციენტი დაიღუპა. ხოლო ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი 59 671 202 გაუტოლდა. გამოჯანმრთელდა 38 189 510 ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google