დღეს კახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

გურჯაანში ჰაერის ტემპერატურა დილით 8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი. სიღნაღში +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /