მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა
კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა მსოფლიოში 61 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა მილიონ 400-ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 42 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
კვლავ ლიდერ პოზიციაზეა შეერთებული შტატები, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13 მილიონს აღემატება. მეორე ადგილზე 9 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, ინდოეთია, მესამეზე კი-ბრაზილია.

| Print |
FaceBook Twitter Google