ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის - ამირან გამყრელიძე
ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩემი თხოვნაა ყველასადმი, დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რომ არ არის მარტივი, მაგრამ ახლა აუცილებელია. ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ბევრი მაკრიტიკებს, ბევრი შემართებისთვის მამხნევებს, მაგრამ ახლა არ არის სხვადასხვა პოზიციების დრო, რადგან რთული პერიოდია ქვეყანაში. ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის.
სექტემბრის 10-მდე მივდიოდით კარგად და ახლა ვართ ისევ პირველ ადგილზე, ოღონდ სხვა მხრივ, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია. პირდაპირ გეტყვით, ძალიან საგანგაშო რიცხვებია, რასაც ყველამ უნდა გავუწიოთ ანგარიში და ამ ორი თუ სამი კვირის განმავლობაში, 24 დეკემბრამდე გავუძლოთ ამ სირთულეებს, სხვა გამოსავალი არაა, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google