შეზღუდვებთან დაკავშირებულ შესაძლო კითხვებს მთავრობა პასუხობს
საქართველოს მთავრობა იმ 30 კითხვას პასუხობს, რომელიც შესაძლოა  28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდეს.

გადაადგილება

1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?

დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

2. შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?

დიახ, შესაძლებელია.

3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?

დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.

4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?

დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?

ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.

6. იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?

ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.

7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?

დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე - 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?

დიახ, იზღუდება.

9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?


დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?

აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

ეკონომიკური საქმიანობა

12. რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:
  • პროდუქტის გატანა - ე.წ. takeaway
  • მიტანის სერვისი - ე.წ. „დელივერი“
  • ავტომობილით გატანა - ე.წ. „დრაივი“
13. რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?

ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად - ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.
ეს შეზღუდვა არ ეხება:

  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
  • პრესის ჯიხურებს.
14. იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?

არა. იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

15. იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

16. ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?

ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

17. აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

18. დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?

ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

19. არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?

საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

20. აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

21. შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?

დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.

სასწავლო პროცესი

22. რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

23. შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

24. დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

25. ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?

დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

26. აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამთო სათხილამურო კურორტები

27. იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?

ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

28. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?

აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.
იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.

სხვა კითხვები

29. რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?

დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

30. როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?

შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.


იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სტაფილო სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც სხვადასხვა დაავადების
წინააღმდეგ გამოიყენება. ის კარგია საჭმლის მონელებისთვის, წმენდს
თირკმლებს. 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო საკმარისია ორგანიზმის
განწმენდისთვის.
სტაფილო სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება. ის კარგია საჭმლის მონელებისთვის, წმენდს თირკმლებს. 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო საკმარისია ორგანიზმის განწმენდისთვის.
14:12 / 25.01.2021
51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი
საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.
51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.
13:44 / 25.01.2021
სოფელ ჩუმლაყში, მე-8 შიდა საუბნო გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობის
სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ჩუმლაყში, მე-8 შიდა საუბნო გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
15:03 / 23.01.2021
ხახვი თავისი სასარგებლო თვისებებით ოდითგან არის ცნობილი. ადამიანები
მას ანტიბიოტიკების სახითა და მიკრობების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.
ხახვი თავისი სასარგებლო თვისებებით ოდითგან არის ცნობილი. ადამიანები მას ანტიბიოტიკების სახითა და მიკრობების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.
13:35 / 23.01.2021
სამართალი
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ერთი პირი დააკავეს.
11:01 / 12-01-2021
პროკურატურამ, მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.
11:02 / 26-12-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს.
10:27 / 26-12-2020
ეკონომიკა
ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე ახალი მინისტადიონის მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, სამუშაოებისთვის 70 ათას ლარამდე დაიხარჯება.
13:46 / 18-12-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიონ 340 ათასი ლარი დაიხარჯება.
11:54 / 16-12-2020
სხვა ამბები
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა, ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაციის თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 20 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართონ. 
12:04 / 12-01-2021
არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
12:53 / 22-12-2020
განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება.
12:29 / 22-12-2020
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ახალი შინაარსის მუხლის ასახვა იგეგმება. რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
16:03 / 21-12-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, ახალი დირექტორების დასანიშნად განათლების სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს.
16:27 / 09-12-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
16:56 / 25-01-2021
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0147
USD
USD
1
3.3043
GBP
GBP
1
4.5223
TRY
TRY
1
0.4473
RUB
RUB
100
4.3931
ამინდი
გურჯაანი 0 / 12 °C
img
საგარეჯო 3 / 12 °C
img
დ.წყარო -1 / 6 °C
img
სიღნაღი 0 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 8 °C
img
ყვარელი 0 / 12 °C
img
თელავი 4 / 13 °C
img
ახმეტა 3 / 13 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.