სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება- ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, პურზე ფასი არ გაიზრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არის ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და შესაბამისად შეიძლება ეს ასახულიყო პურის ფასზე. პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე იმ ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი. ამიტომ ჩვენ გვქონდა მუდმივი მუშაობა მწარმოებლებთან, რომელის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომლებიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და მინდა მოსახლეობას სრული პაუსხიმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, პურზე ფასმა გურჯაანში უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოიმატა და 70 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრი გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google