ქვეყანას კოვიდისთვის სულ 8 500 საწოლის რესურსი აქვს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანას სულ 8500 საწოლფონდის რესურსი აქვს.

„დღეს, ჩვენ გვაქვს 12 000 საწოლის რესურსი, 12 000 საწოლიდან ყველას კოვიდს ვერ დავუთმობთ. ვიცით, რომ ქვეყანაში შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები, გეგმიური დახმარება, რომელიც ითმენს და ეს შეჩერებულია. მხოლოდ კოვიდზე ორიენტირებული დღეს 85-დან 90-მდე კლინიკაა და მათი საწოლფონდი სულ 7000-ია. ამას გარდა კიდევ არის 1500 საწოლი, შესაბამისად სულ 8500 საწოლი“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google