რომელი ობიექტები დაიხურა და რა შეზღუდვები იმოქმედებს გურჯაანში
28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე,საქართველოს მასშტაბით,შეზღუდვები გამკაცრდა და ახალი რეგულაციები დაწესდა, რომელიც გარკვეულ სფეროებს შეეხება. გურჯაანის ვიცე მერის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, შეზღუდვების ნაწილი არ ეხება პატარა ქალაქებს და მათ შორის არის გურჯაანიც.

„საერთო ჯამში რეგულაციებს აწესებს მთავრობა. რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტს, აქ შეზღუდვები იმაზე ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად თუნდაც თელავში. იქ შეიზღუდა მოლების, სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების ფუნქციონირება. დღეს სანამ ჩვენი ინსპექტირების ჯგუფები გავიდოდნენ გასაფრთხილებლად, მე უკვე შემოვიარე სავაჭრო ობიექტები. ტანსაცმლის მაღაზიებში დიდი რიგებია. იცავენ წესებს თუმცა მაინც დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. გურჯაანშიც დაიკეტა კაფეები, ბარები, რესტორნები, რომლებიც გადავიდნენ დელივერსერვისზე. დაიკეტა საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, კულტურის სახლის სიმღერისა და ქორეოგრაფიული ჯგუფები. საათობრივი შეზღუდვები დაწესდება მაღაზიებზე, რომლებიც რვა საათამდე იმუშავებენ. სხვა არანაირი შეზღუდვები არიქნება. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მათ მარტო გამოიყენებს ესა თუ ის ორგანიზაცია თანამშრომლების გადასაყვანად, მხოლოდ ამ კუთხით არის მათი მოძრაობა ნებადართული. ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს. დაიცავით ყველა რეგულაცია.“

მისივე თქმით, ამ დროისთვის გურჯაანში შექმნილია ინსპექტირების ცხრა ჯგუფი, რომლებიც სისტემატურ კონტროლს გაუწევებ სავაჭრო ობიექტებს.

| Print |
FaceBook Twitter Google