მსოფლიოში კორონავირუსის 63 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა
"Worldmeters"–ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში Covid-19 63 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა 1,5 მილიონს მიუახლოვდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 43 მილიონზე მეტი ადამიანი. 12 ქვეყანაა ისეთი, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მილიონს აჭარბებს, მათ შორის ყველაზე მეტი, აშშ–ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდის 18 061 465 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google