წინა კვირას 6000 საწოლი გვქონდა, ახლა 7100 გვაქვს - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში არსებულ საწოლფონდს 1 000 საწოლი დაამატეს.
"საკმარისი საწოლების რაოდენობა -  ზოგადად ასეთი მცნება არ არსებობს. ყველა საწოლი, რომელიც იქნება გამოყოფილი აუცილებლად იქნება დატვირთული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. ზოგადად, მსოფლიოში საწოლბრუნვა, ძირითადად, არის დეფიციტური. აქედან გამომდინარე ყველა ქვეყანა, როგორც საქართველო განსაზღვრავს ამ დეფიციტის პროცენტს, ან იმ ნიშნულს რომლის შემდეგაც საწოლფონდის დამატება იწყება და ეს არის ჰოსპიტალურ სექტორში 85%-იანი გადატვირთა. ანუ, ამის შემდეგ იწყება ქმედება, რომ დავამატოთ საწოლფონდი. სხვა შემთხვევაში ამას ჰქვია არარაციონალურად გამოყენება ყველა იმ რესურსის, რომელიც სახელმწიფოებს გააჩნიათ და ზოგადად არცერთ ქვეყანას არ აქვს მიზანი ის, რომ გამოიყენოს საწოლფონდების მაქსიმალური რაოდენობა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები ჩატარდეს, დაწესდეს შეზღუდვები იმისათვის, რომ მოხდეს როგორც საწოლფონდის განტვირთვა, ისე პრევენციულად ინფექციის გავრცელება. ახლა ვართ 85%-ზე და ჩვენ დავამატეთ საწოლები. წინა კვირაში გვქონდა 6 000 საწოლი და ორშაბათიდან გვაქვს — 7 100. მოხდა 1 000 საწოლის დამატება", — განაცხადა ტიკარაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google