ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირაში რემდესივირი იქნება ადგილზე- ეკატერინე ტიკარაძე
გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირაში რემდესივირი იქნება ადგილზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციდან იყო მოწოდებული გარკვეული მოწოდებები, თუ როგორ უნდა გვეხელმძღვანელა ჩვენ რემდესივირის პროტოკოლში შეტანასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა მსჯელობა. გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირაში რემდესივირი იქნება ადგილზე. ასევე, ბატონი თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობდა. ჩვენ გავაკეთებთ პროტოკოლს, როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის და შესაბამისად გახდება ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google