დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება.

2020 წლის თემაა: „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“. საქართველო უკვე 29-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.
2020 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8598 აივ ინფიცირებული პირი, 6422 – კაცი, 2176 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1781 გარდაიცვალა.

30 ნოემბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5379 პაციენტი. ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია: თბილისში (3216 შემთხვევა); სამეგრელოში 1172; იმერეთში 1026; აჭარაში 980; აფხაზეთში (530); კახეთში (431); ქვემო ქართლში (489); შიდა ქართლში (319); გურიაში (183); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.

| Print |
FaceBook Twitter Google