საქართველოში კიდევ 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით სულ 1303 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139343 -ს.

| Print |
FaceBook Twitter Google