იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი ასი ლარით გაიზრდება
2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების ხელფასი 100 ლარით გაიზრდება. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი. 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.




| Print |
FaceBook Twitter Google