პირველი იანვრიდან პენსიები გაიზრდება
საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პენსიების მატებას მომავალი წლის პირველი იანვრიდან.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით;

პროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და 275 ლარი გახდება.


| Print |
FaceBook Twitter Google