კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი კახეთის რეგიონში
კახეთში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი საგარეჯოს “ჯეო -ჰოსპიტალსის” კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების ეს 27-ე შემთხვევაა.
| Print |
FaceBook Twitter Google