კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 73
წლის ქალი მკურნალობის კურსს თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოს
ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.
კლინიკაში შესვლისთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად
მძიმე იყო და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. თანმხლები დაავადებების
გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კახეთის რეგიონში COVID- 19- ით გარდაცვალების ეს უკვე 28-ე
შემთხვევაა.
მასალის გამოყენების პირობები