ამოქმედდა ცხელი ხაზი,რომელიც შშმ ბავშვებს მოემსახურება- ეკატერინე ტიკარაძე
ამოქმედდა ცხელი ხაზი –111, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შშმ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ბავშვთა ცხელი ხაზი 111, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა. დღეიდან ეს ცხელი ხაზი მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას, კოვიდის მიმართულებით და არა მხოლოდ, ცხელ ხაზზე დაკავშირების, შედეგად მშობლებს მიეცემათ საშუალება, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს იმ კლინიკას, რომელიც დაარსებულია ჯანდაცვის სამინისტროში. ყველაფერი იქნება თამარ ბარკალაიას კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებსა და მშობლებს გააჩნიათ კოვიდის პანდემიის შემთხვევაში იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეაგირება განხორციელდეს ყოველივეზე “,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google