კორონავირუსით შაშიანელი კაცი გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსის  29-ე პაციენტი ესმხვერპლა. გარდაცვლილი 80 წლის კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანიდან იყო და ის მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
ვირუსთან ერთად თანხმლები დაავადებების გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ბოლო რამდენიმე თვეში , რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით 4 218 მოქალაქე დაინფიცირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google