საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია
ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 390 პირი იმყოფება.

867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 478, აჭარაში - 970, ხოლო იმერეთში - 31. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 769 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google