საგარეჯოს მერიაში კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ვირუსი ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვა თანამშრომლებსაც დაუდასტურდათ.
ვირუსი აღმოაჩნდა ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს,  აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსს.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის თანამშრომლები მუშაობას მორიგეობის გრაფიკით აგრძელებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google