მასწავლებლებს შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. აცრა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის მასწავლებლებსაც.

„ჩვენ უკვე 2–ჯერ შევიტანეთ ბრძანებაში ცვლილება. მოვხსენით 65 წელს ზემოთ შეზღუდვა, რომ თუ გაქვს ქრონიკული დაავადებები მხოლოდ მაშინ აიცრებით, ანუ ყველას შეუძლია აიცრას იმიტომ, რომ სამწუხაროდ მიმართვიანობა არ არის მაღალი. ასევე ჩავრთეთ მასწავლებლები. კიდევ ჩართული გვყავდა ჩვენ რისკ– ჯგუფებში ბაღის აღმზრდელები და ისინი ინტენსიურად აიცრნენ. მასწავლებლებს შეუძლიათ მივიდნენ თავიანთ პოლიკლინიკებში და აიცრნენ, ვაქცინა ყველგან არის“,- აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, სახელმწიფომ გრიპის ვაქცინის 235 ათასი დოზა შეისყიდა, კერძო სექტორმა კი 70 ათასი. დღეის მონაცემებით, უკვე დახარჯულია 160 ათასი დოზა.

| Print |
FaceBook Twitter Google