მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვაქცინა უფრო ადრე მივიღოთ- პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინის უფრო ადრე მისაღებად,მუშაობა მიმდინარეობს.

„ვაქცინა მოსახლეობის 20 პროცენტისათვის, დაახლოებით 700 000 ადამიანისთვის არის შეკვეთილი. იმედი გვაქვს, რომ COVAX-ის პლატფორმა ამ ვაქცინას მოგვაწოდებს გაზაფხულზე, მარტი-აპრილის თვეებში. მწარმოებელ ქვეყნებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, რომ თუ შესაძლებელი იქნება, პირდაპირი კონტაქტებით უფრო ადრე მივიღოთ ვაქცინები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google