ტორესა მოსიმ "გირჩი" დატოვა
ტორესა მოსიმ, პარტია "გირჩი" დატოვა და ის პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გააგრძელებს. ინფორმაცია მან speqtri.ge-სთანაც დაადასტურა.
-"არავისთან არ ვაპირებ თანამშრომლობს, ზოგადად პოლიტიკურ საქმიანობას ვწყვეტ, მათ შორის პოლიტიკურ თემებზე ლაპარაკს,"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში.

ცნობისთვის, ტორესა მოსი 2016 წლის საპარლამენტ არჩევნების დროს თელავის დეპუტატობის კანდიდატი იყო "გირჩიდან".

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა.



| Print |
FaceBook Twitter Google