კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 1.5 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 64 774 705 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 500 038 ადამიანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google