ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ცხრა თვეში 3957 პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულების ტენდენციების, მიღწევების და გამოწვევების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა, სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დასარულს კი დისკუსია გაიმართა. 

ონლაინ შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გაიმართა, სადაც პროკურატურამ ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის შესახებ ანგარიში წარადგინა.

როგორც აღინიშნა, გაზრდილია მსხვერპლთა მომართვიანობის და ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი.

კერძოდ:
2020 წლის 9 თვის მონაცემებით:
• ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3957 პირის მიმართ;
• გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ;
• გაზრდილია ოჯახური დანაშაულის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მაჩვენებელი;


| Print |
FaceBook Twitter Google