კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს- ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირქტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს.

„ვეცნობით ახალ მონაცემებს იმის თაობაზე, რომ ვირუსისგან დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გაგრძელდება და ამიტომ ხელახალი ინფიცირება შეიძლება მოხდეს. ვაქცინა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი მაჩვენებელი იქნება“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია აქამდე დაწესებული ზომების დაცვა, როგორიცაა ჰიგიენა და პირბადის ტარება.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google