კორონავირუსის კიდევ 5450 შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება

| Print |
FaceBook Twitter Google