საქართველოში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 1657 ადამიანია გარდაცვლილი. 


| Print |
FaceBook Twitter Google