კორონავირუსის დიაგნოზით კახეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა 73 წლის ქალი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან იყო და  თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ვირუსით გარდაიცვალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი, 63 წლის კაცი. ის საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ბოლო რამდენიმე კვირაში, COVID- 19- ის დიაგნოზით კახეთის რეგიონში 41 ადამიანი გარდაიცვალა.
| Print |
FaceBook Twitter Google