რომელ კომიტეტებს უხელმძღვანელებენ პარლამენტში კახეთის მაჟორიტარები
მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს, პირველ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების პირებს აირჩევს.
მეათე მოწვევის საპარლამენტო თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ დაასახელა.

მისი განცხადებით, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედ დასახელდა არჩილ თალაკვაძე, პირველი მოადგილე იქნება გიორგი ვოლსკი, მოადგილეები კი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, თანამდებობები ასე განაწილდება:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ანრი ოხანაშვილი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი;
სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი;

| Print |
FaceBook Twitter Google