ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შესახებ დოკუმენტი გააფორმა
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახელესთან შეკრებილმა 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.

პირველი დოკუმენტში ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, აქვე წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.

მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარტიებმა: „ლელო საქართველოსთვის“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების
ხელმისმოწერის პროცესს არ დაესწრნენ პარტიები: „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“.


| Print |
FaceBook Twitter Google