თელავი-ყვარლის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე  მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სამარშრუტო ტაქსი და მერსედერსის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.

თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრი დაშავდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
| Print |
FaceBook Twitter Google