კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი, მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, +5 გრადუსი და უნალექო ამინდი იქნება გურჯაანში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში. აქ ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდი იქნება თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი. სიღნაღში +4 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /