კოვიდ 19-ით ინფიცირებულებისთვის "რემდესივირის" 4000 ფლაკონი გვაქვს შეძენილი- თენგიზ ცერცვაძე
საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის „რემდესივირის“ საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითო პაციენტს მედიკამენტის 6 ფლაკონი სჭირდება, შესაბამისად, შეძენილი ოდენობა მხოლოდ 660 პაციენტისთვის იქნება საკმარისი. მედიკამენტი დაენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც არიან ჰოსპიტალში, არიან ჟანგბადდამოკიდებულები და დაინფიცირებიდან 12-დღე არაა გასული. პაციენტებისთვის „რემდესივირის“ გაცემას სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „რემდესივირის" შეძენასთან დაკავშირებით, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მედიკამენტს საქართველოში დეკებრის ბოლოს ჩამოიტანენ.

| Print |
FaceBook Twitter Google