კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 72 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 72 252 541 შემთხვევა გამოვლინდა, 1 612 362 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 47 249 332 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 16 253 219 შემთხვევაა გამოვლენილი და 299 168 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google