კოვიდინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველაზე
მეტი, 1 477 თბილისში გამოვლინდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში
გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, რეგიონების მიხედვით
სიტუაცია ასე გამოიყურება: თბილისში 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280,
იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85,
სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 198 387
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786-ს
შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები