კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა
კოვიდინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1 477 თბილისში გამოვლინდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: თბილისში 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 198 387 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google