ჩვენ არ ვამტკიცებდით, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა - დავითაშვილი
არ ვამტკიცებდით ჩვენ, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით,  სახელმწიფო პროგრამა  სამრეწველო პურს ეხება და არა ფქვილისგან წარმოებულ ყველა პროდუქტს.

„არ ვამტკიცებდი იმას, რასაც არ ვაკეთებთ. არ ვამტკიცებდით ჩვენ, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ სამრეწველო პური არ გაძვირდება. ანუ არსებობს არჩევანი სამრეწველო პურსა და თონის პურს შორის. ჩვენ თავშივე განვაცხადეთ, რომ ეს არ ეხებოდა მთლიანად პურ-ფუნთუშეულს და ფქვილისგან წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ შორის თონეებს“,-განაცხადა მან.

სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც დაახლოებით 10 მილიონ ლარი დაიხარჯება და 1 ტომარა ფქვილის ფასი მაქსიმუმ 53 ლარი იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გაძვირება / პური /