თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 5-6 ათასამდე გაგვეზრდება- ამირან გამყრელიძე
ჩვენ მომხრე ვართ მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ქვეყანაში მობილობის სერიოზულად გაზრდას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება, პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება და ისევ აგვივარდება ინფიცირებულების მაჩვენებელი 5-6 ათასზე და შესაბამისად იანგარიშეთ, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი, სამწუხაროდ, შეიძლება დამძიმდეს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 28 ნომებერიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google