დღეს საბაობაა
18 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ღირსი მამის, საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანი ოჯახების მფარველია და შვილიერებისთვის ევედრებიან.
V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი 439 წელს კბადოკიაში დაიბადა.

წმინდა საბა განდეგილი ბერი გახლდათ, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა.


| Print |
FaceBook Twitter Google