„რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ მათ, ვინც ჰოსპიტალიზირებულია - თენგიზ ცერცვაძე
„რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ ჰისპიტალიზირებულ პაციენტებზე მოხდება- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში, „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია.
არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ, ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ელემენტარულად, ლოჯისტიკურადაც. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. პრეპარატი სჭირდება იმ პაციენტებს, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით “- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით,  პრეპარატი ეფექტურია მხოლოდ ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე.

| Print |
FaceBook Twitter Google